პროექტი

გარემოს დაცვა. ეკოლოგიური პრობლემები.(გლობალური დათბობა)


   პროექტის თემა
გარემოს დაცვა. ეკოლოგიური პრობლემები (გლობალური დათბობა)
1.      პროექტის მოკლე აღწერა: გამოვლინდება მოსწავლეთა დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემების მიმართ. მრავალ გლობალურ პრობლემას შორის ყურადღება გამახვილდება ჩვენი საცხოვრებელი გარემოს დაცვაზე. ეკოლოგიურ პრობლემებზე, კერძოდ , გლობალურ დათბობაზე.
2.      პროექტის სრული აღწერა:
1.      მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზანს.
2.      ჩაუტარდებათ ლექცია ,,გლობალური დათბობა და მისი შედეგები
3.      ჩატარდება სემინარი, სადაც მოსწავლეები ინდივიდუალურად დაასახელებენ ამ პრობლემისაგან თავის დაცვის ღონისძიებებს.
4.      შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას.
5.      უფროსი კლასის მოსწავლეები გაასუფთავებენ წნორის ტერიტორიას ნაგვისაგან.
6.      მეორე საფეხურის მოსწავლეები ნერგების მოგროვებით დასაქმდებიან.
7.      პირველი საფეხურის მოსწავლეები შეაგროვებენ ყვავილის თესლებს.
8.      სკოლის აქტივი პედაგოგებთან ერთად გაამწვანებს წნორის ცენტრს და სკოლის ბაღს. მოაწყობენ გაზონებს და დეკორატიულად დათესენ ფერადი ყვავილების თესლებს. ისე, რომ პატრიოტული თემა ჩანდეს.
3.      მოსწავლეთა ასაკი:
მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეები.
4.      ვადები:
ერთი წელი
5.      პროექტის აქტივობები:
Ø  ლექციასაჭირო პრობლემების დანახვის მიზნით.
Ø  სემინარიპრობლემის გადაწყვეტის გზების ძიების მიზნით.
Ø  ნაკვეთის დასუფთავება
Ø  ნერგების მოძიება და დარგვა
Ø  ლამაზი ყვავილების თესლის მოძიება და დათესვა
Ø  ახლადდარგული ნერგების მოვლაპატრონობა
6.       მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები გაიგებენ, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა ტერიტორიის გამწვანებით აუცილებელია. გამოუმუშავდებათ ბუნების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება.
7.      სამუშაო ენა:
ქართული
8.      საგანთა კავშირი:
გეოგრაფიაბიოლოგიახელოვნებაისტ
9.      შეფასება:
მნიშვნელოვანი პრობლემების გათვითცნობიერება და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან  აშორება.
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
       10.სასარგებლო სხვებისთვის:
            მივიღებთ ესთეტიკურად ლამაზ, ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სასიცოცხლო გარემოს.
10.  პროექტის  ხელმძღვანელი:მ.ოთარაშვილი
E-mail-makatuna1974@gmail.com
გარდაბნის #1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი



Posted by tamro at 11:55 PM
Email This
BlogThis!
Share to Twitter
Share to Facebook

Share to Pinterest

No comments:

Post a Comment